ლეონარდო დიკაპრიო
ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო (ინგლ. Leonardo DiCaprio; დ. 11 ნოემბერი, 1974) — ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი.
ლეონარდო დაიბადა და აღიზარდა კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში. დიკაპრიოს მამა წარმოშობით იტალო-გერმანული ფესვების ოჯახიდანაა, ხოლო დედა, ირმელინ დი კაპრიო (ქალიშვილობაში ინდენბირკენი), დასავლეთგერმანიაში, ორ-ერკენშვიკეში დაიბადა. მისი მამა იყო ვილჰელმ ინდენბირკენი, ხოლო დედა — რუსი ელენა სმირნოვა, რომელმაც რუსეთიდან გერმანიაში გადასვლის შემდგომ იქორწინა და ქმრის გვარი მიიღო. თვითონ დიკაპრიომ, ვლადიმერ პუტინთან საუბარში, განაცხადა, რომ მისი ბაბუაც ასევე რუსი იყო, და დაამატა: „ასე რომ მე არა მეოთხედით, არამედ ნახევრად ვარ რუსი“.
ლეონარდოს საყვარელი ფილმები: “The Bicycle Thief” (1948), “Taxi Driver” (1976), “Lawrence of Arabia”
(1962), “8½” (1963), “The Third Man” (1949), “Yojimbo” (1961), “Sunset Blvd.” (1950), “The Shining” (1980),
“Willy Wonka and the Chocolate Factory” (1971) და “East of Eden” (1955).
რობერტ დე ნირო
რობერტ დე ნირო, უმცროსი (ინგლ. Robert De Niro Jr.; დ. 17 აგვისტო, 1943) — ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი. თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული [1] [2], განსაკუთრებით ცნობილია შავი სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა და მრავალწლიანი თანამშრომლობით კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან. სახელი გაითქვა ფილმებით: „ნათლიმამა II“, „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარი“, „დიდებული ბიჭები“ და „ხელშეუხებლები“.
დე ნირო ერთადერთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც ოსკარი მიიღო ამერიკულ ფილმში, სადაც ინგლისურად თითქმის არაფერს ამბობს („ნათლიმამა II“); ფილმში ის თითქმის სულ იტალიურად საუბრობს და მხოლოდ აქა-იქ იყენებს ინგლისურ ფრაზებს.
No comments:
Post a Comment