Tuesday, December 4, 2012


 კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (ფრანგ. Festival international du film de Cannes) — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი მსოფლიოში. პირველად ჩატარდა 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საკურორტო ქალაქ კანში,საფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში.
ყველაზე საპატიო პრიზი „ოქროს პალმის რტო“ ენიჭება საუკეთესო ფილმს. არსებობს სხვა ჯილდოებიც: გრან-პრი, ჯილდო საუკეთესო მსახიობ ქალსა და მამაკაცს, რეჟისორსა და სცენარისტს, ჟიურის პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და „ოქროს კამერა“ საუკეთესო დებიუტისთვის.ოქროს პალმის რტო (ფრანგ. Palme d’Or) — კანის კინოფესტივალის მთავარი პრემია. პრემიას ეს სახელი 1955 წლიდან აქვს. 1946-54 წლებში უმაღლეს ჯილდოს „გრან-პრი“ (Grand Prix — დიდი პრიზი) ერქვა. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ კინოს სამყაროში.
  
 ოქროს ჟოლო

 ოქროს ჟოლოს ჯილდო (ინგლ. Golden Raspberry Awards) — ამერიკული დაჯილდოება, რომელიც ავლენს ყველაზე ცუდ ფილმს, მსახიობს, სცენარს, რეჟისორს, კომპოზიტორს. პირველი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 1981 წელს.
 ოქროს ჟოლოს ჯილდოს ოფიციალური კატეგორიები:
ყველაზე ცუდი ფილმი
ყველაზე ცუდი რეჟისორი
ყველაზე ცუდი მსახიობი კაცი
ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი
ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი
ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი
ყველაზე ცუდი მონტაჟი
ყველაზე ცუდი გადაღება
ყველაზე ცუდი Prequel ან Sequel
ყველაზე ცუდი რიმეიკი
ყველაზე ცუდი ახალი ვარსკვლავი
ყველაზე ცუდი ორიგინალური სიმღერა
ყველაზე ცუდი ოჯახური ფილმი
ყველაზე ცუდი საშინელებათა ფილმი



 ოსკარი
 ოსკარი — კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემია (Academy Awards). სახელწოდება ოსკარი აღებულია იმ პატარა ქანდაკებისგან, რომელსაც ლაურეატებს გადასცემენ.
 1929 წლიდან მოყოლებული პრემია გადაეცემა ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსულ საუკეთესო ფილმებსა და სხვადასხვა კატეგორიაში მოღვაწე კინოხელოვანებს.
ცერემონია ორგანიზებულია პროფესიოული ასოციაციის მიერ, რომლის სახელწოდებაა Academy of Motion Picture Arts and Sciences (კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია).
ერთი ფილმის მიერ აღებული ოსკარების ყველაზე დიდი რაოდენობაა 11. ეს რეკორდი სამმა ფილმმა მოხსნა:


No comments:

Post a Comment